ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის და ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა ადგილზე გააცნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელ ირაკლი თოფურიას და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს სიმონ გულედანს. ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
ათწლეულების განმავლობაში, სათავე ნაგებობა სავალალო მდგომარეობაში იყო. წყალი გაუფილტრავად და წყვეტილ რეჟიმში მიეწოდებოდა მოსახლეობას. პროექტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული სიტუაცია. მდინარე ბიჯნისულას ხევში, ჰორიზონტალური სალექარების სახით, ახალი სათავე-ნაგებობა მოეწყობა, აქედან წყალი გადავა ულტრაფილტრაციის კომპლექსის შენობაში და გაივლის საბოლოო გაწმენდის პროცესს. გაფილტრული წყალი, დეზინფექციის შემდეგ, გადაიქაჩება სუფთა წყლის რეზერვუარში და იქიდან მიეწოდება აბონენტებს.
პროექტი გარდამავალია, ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, მიმდინარე წელს კი გათვალისწინებულია სათავე-ნაგებობის და საქლორატოროს რეაბილიტაციის დასრულება. პროექტის ჯამური ღირებულება 1248 991 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო სახსრების თანადაფინანსებით ხორციელდება.

Visited 138 times, 1 visit(s) today