ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 214 999 ლარი გამოყო და შენობაში მოეწყო გათბობის, კონდიცირება-ვენტილაციის სისტემები. გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შენობაში შესასვლელი ჭერი, დამუშავდა და შეიღება კედლები, მოპირკეთდა კიბის საფეხურები, კეთილმოეწყო პანდუსი, მოეწყო სველი წერტილები, შეკეთდა სახურავი, მოეწყო გარე განათება.
სულ მალე კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება, რაც დარბაზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კი ხაშურში კულტურული ცხოვრება ბევრად უფრო ლამაზ და კომფორტულ გარემოში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, კულტურის სახლი ათწლეულების განმავლობაში არ გარემონტებულა და ამჯერად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მისი რეაბილიტაცია პრიორიტეტად დაისახა.

Visited 453 times, 1 visit(s) today