საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქ. ახალციხის ტერიტორიაზე დაგეგმილია ველოტურის გამართვა, რის გამოც, 26 მაისს, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ76-კმ77 მონაკვეთზე (თამარაშვილის ქუჩა) 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, პერიოდულად, დაახლოებით 20 წუთით შეიზღუდება მოძრაობა. ასევე, ამავე ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის პირველ (პკ 0-500) კილომეტრზე 11:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, 5 წუთით შეიზღუდება მოძრაობა.
Visited 168 times, 1 visit(s) today