ხაშურში, ანსამბლმა „სათანაომ“ სოლო კონცერტი გამართა

საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 12 მაისს, ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ანსამბლმა „სათანაომ“ სოლო კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო. კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურის ცენტრების გაერთიანება და ხაშურის სამუსიკო სკოლა.

Visited 128 times, 1 visit(s) today