ხაშურში, ვეფხვაძეების უბანში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ხაშურში, ვეფხვაძეების უბანში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მინი-სტადიონების მშენებლობა -რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჯერადაც, ვეფხვაძეების უბანში მინი სტადიონი შენდება. სამუშაოები 59 221 ლარით ფინანსდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, მუნიციპალიტეტში, სპორტული ცხოვრებისთვის, კიდევ უფრო მეტი სივრცე შეიქმნება.“-აღნიშნა ადგილზე სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.
მათი განმარტებით, მუნიციპალიტეტი სპორტულ ცხოვრებას განსაკუთრებულ პოპულარიზაციას უწევს და ტენდენცია კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

Visited 164 times, 1 visit(s) today