თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა პირველობა გაიმართა ქალაქ ხაშურში, 23-24 მარტს, იმერეთის ქუჩაზე ახლად აშენებულ სპორტულ კომპლექსში. შეხვედრა გახსნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მან მადლობა გადაუხადა ჭიდაობის ფედერაციას შეხვედრის ორგანიზებისთვის, წარმატება უსურვა სპორტსმენებს და იმედი გამოთქვა, რომ ხაშურის სპორტკომპლექსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული პროფესიული სპორტის განვითარებაში. ხაშურში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 254 ფალავანმა მოიყარა თავი. ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
გამარჯვებულები დააჯილდოვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილეებმა ზვიად ქურდაძემ და ზურაბ ჩხიტუნიძემ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე ფრუიძემ.სპორტსკოლის დირექტორმა ივანე ხარაზიშვილმა.საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ და ვიცე პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ. ტურნირის საპატიო სტუმარი იყო ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ლუკა კურტანიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანი სპორტსმენები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები.
45 კგ
1. საბა კობახიძე (ამბროლაური)
2. დავით ქობულაშვილი (თბილისი)
3. ნიკოლოზ სანთელაძე (ამბროლაური)
3. მაგომედ მაგომედოვი (ყვარელი – ორც)
48 კგ
1. ლუკა გუგეშაშვილი (ონი)
2. გოგა ოთინაშვილი (გორი)
3. დავით ოქროპირიძე (გორი)
3. ლევან ხაჩატურიანი (გორი)
51 კგ
1. გიორგი გოგრიჭიანი (ამბროლაური)
2. ნიკა სიხარულიძე (სამტრედია)
3. ლუკა ღვინჯილია (აფხაზეთი – ორც)
3. ლუკა ვანიშვილი (გორი)
55 კგ
1. ომარი გაზაშვილი (გორი)
2. გიორგი აბულაშვილი (რუსთავი)
3. ლერი მორთულაძე (აჭარა)
3. ზურიკო ჯაყელიძე (აჭარა)
60 კგ
1. დავით აბდალაძე (ქუთაისი)
2. გიორგი ზალკალიანი (ამბროლაური)
3. აკოფ პოღოსიანი (ნინოწმინდა)
3. გიგი ქურხული (საგარეჯო)
65 კგ
1. დავით ფაცინაშვილი (გორი)
2. ფირუზ ქვლივიძე (საგარეჯო)
3. ლუკა ჯანეზაშვილი (გორი)
3. მირზა გაჯიევი (ყვარელი – ორც)
71 კგ
1. დავით კუჭუაშვილი (საგარეჯო)
2. თორნიკე სამხარაძე (ონი – ორც)
3. ანზორ გოლუბუანი (რუსთავი)
3. თორნიკე ჟიჟიაშვილი (თბილისი – ორც)
80 კგ
1. დავით კოღუაშვილი (ქუთაისი)
2. ნიკოლოზ ლაგვილავა (ზუგდიდი – ორც)
3. მერავ სულეიმანაშვილი (გორი)
3. ნიკა ფესტვენიძე (ქუთაისი)
92 კგ
1. საბა გამთენაძე (ქუთაისი)
2. ლევან ბაზაძე (საჩხერე – ორც)
3. გიორგი ჩიხრაძე (ონი – ორც)
3. ანდრო მარგიშვილი (ქარელი)
110 კგ
1. ნიკოლოზ ბარაბაძე (თბილისი – ორც)
2. ლუკა რურუა (ბაღდადი)
3. ხარაზად გოგორიანი (ახალქალაქი)
3. ოთარ კახნიაშვილი (ბაღდადი)
მოჭიდავეთა ათეულები http://wrestling.ge/Documents/201903250000524666.pdf
საბოლოო შედეგები http://wrestling.ge/Documents/201903250000453415.pdf