ხაშურში მდინარე სურამულას კალაპოტის წმენდა აქტიურად გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურში მდინარე სურამულას კალაპოტის წმენდა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები, ტაბიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით იწმინდება სურამის ტბიდან, მტკვრის შესართავამდე არსებული მონაკვეთი. ტარდება კომპლექსური ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვანია როგორც სტიქიის პრევენციისთვის, ასევე, ეკოლოგიური თვალსაზრისით. სამუშაოებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 425 594 ლარს შეადგენს. ხაშურის ტერიტორიაზე მდინარე სურამულას კომპლექსური წმენდა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

Visited 131 times, 1 visit(s) today