ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩასახლებულ დევნილებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მოადგილეებმა ზვიად ქურდაძემ, ზურაბ როსებაშვილმა და საკრებულოს წევრმა მაკა მაისურაძემ დევნილებს სააღდგომო ნობათი პირადად გადასცეს, მათ საჭიროებებს გაეცნენ და უახლოეს პერიოდში, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასაც შეპირდნენ.
მუნიციპალიტეტისგან სააღდგომო დახმარებას, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულით 20 000-მდე) 697 ოჯახი მიიღებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 563 ლარი დაიხარჯება.
Visited 92 times, 1 visit(s) today