საახალწლო ღონისძიებაზე ადგილობრივი მსმენელის წინაშე ჯგუფები -“ალილო” და “რეგიონი” წარსდგნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრისა და კოსტიუმირებული ანიმაციური გმირების მსვლელობა. მოეწყო სხვადასხვა სახალისო ვორქშოფი. ადგილობრივი პატარები შეხვდნენ თოვლის პაპას და დასაჩუქრდნენ. საახალწლო ღონისძიებები შიდა ქართლის რეგიონის ყველა ქალაქში გაიმართა.