ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი დარბაზის სრულ მოწყობას ითვალისწინებს. დამონტაჟდება ახალი სცენა, სკამები, განათება, მოეწყობა გახმოვანების სისტემები. ინტერიერი მთლიანად შეიცვლება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა. შენობა წლების განმავლობაში გასარემონტებელი იყო, ამჯერად კი, მთლიანად, თანამედროვე სტანდარტებით ეწყობა. ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, გამოიცვალა შენობის კარ-ფანჯარა, შესასვლელი, ჭერი, დამუშავდა და შეიღება კედლები, მოპირკეთდა კიბის საფეხურები, მოეწყო გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემები, სველი წერტილები, განათების სისტემები.
პროექტის ღირებულებამ 214 999 ლარი შეადგინა და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ამჯერადაც პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 820 418 ლარია და სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.

Visited 216 times, 1 visit(s) today