ხაშურში, საქალაქო კულტურის სახლისრეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტი დარბაზის სრულ მოწყობას გულისხმობს. დამონტაჟდება ახალი სცენა, სკამები, განათება, მოეწყობა გახმოვანების სისტემები. ინტერიერი მთლიანად შეიცვლება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული შენობა წლების განმავლობაში არ გარემონტებულა. ჩვენმა გუნდმა კულტურის სახლის გარემონტება და განახლება მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რათა მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრება ლამაზ და კომფორტულ გარემოში გაგრძელდეს,“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და რეაბილიტაციის პროცესებს გაეცნო.
ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, გამოიცვალა შენობის კარ-ფანჯარა, შესასვლელი, ჭერი, დამუშავდა და შეიღება კედლები, მოპირკეთდა კიბის საფეხურები, მოეწყო გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემები, სველი წერტილები, განათების სისტემები. პროექტის ღირებულებამ 214 999 ლარი შეადგინა და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ამჯერადაც პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 820 418 ლარია და სამუშაოების მიმდინარეობა ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.

Visited 119 times, 1 visit(s) today