ხაშურში, ცენტრალური – ივერიის სტადიონის მშენებლობა გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურში, ცენტრალური- ივერიის სტადიონის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე, ხელოვნური საფარის დაგება მიმდინარეობს.
დღეს, სამუშაოებს ადგილზე ეცნობოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები. მათი განმარტებით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს.

Visited 112 times, 1 visit(s) today