ხეთაში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტიაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად აშენდება ნაპირდამცავი გაბიონი; 1.8 კილომეტრზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 487 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ. უახლოეს დღეებში, ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში 3.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

Visited 73 times, 1 visit(s) today