ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს რაიონების, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოების, გამგეობებისა და საკრებულოების, აჭარის პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სახალხო დამცველი აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურორმა შოთა ხორავამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნების და ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. დამსწრე პირებმა იმსჯელეს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს რაიონებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და პრევენციული ღონისძიებები დაგეგმეს.
პროექტის მიზანია ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს რაიონებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რაიონებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

Visited 147 times, 1 visit(s) today