ხელვაჩაურში დიდთოვლობასთან დაკავშირებით სტაბილური მდგომარეობაა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის სტაბილური მდგომარეობაა. 11 ერთეული ტენიკით გზები გაიწმინდა შემდეგ სოფლებში: მახინჯაურში,მახვილაურში,შარაბიძეებში, სატეხიაში, ვარშალომიძეებში, მახოში, დავითაძეებში, ზანაქიძეებში, სარფში, კალენდერეს დასახლებაში, ორთაბათუმში, წინსვლაში, ზედაწინსვლაში, ყოროლისთავში, აგარაში, ახალშენში, ფერიაში, განახლებაში, ზედა ახალშენში, სამების ეკლესიისა და ჭოროხის ხიდის მიმართულებით. მაღალი გამავლობის ავტომამქანებით გადაადგილება შეზღუდული არ არის. თუმცა რამდენიმე სოფელში არის გადაადგილების პრობლემა, რადგან დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის 37-ვე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.

Visited 173 times, 1 visit(s) today