ხელვაჩაურში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამ დროისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდა 20 სოფელში მიმდინარეობს. ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. ამჟამად ცენტრებიდან სოფლებში შესასვლელ გზების გაწმენდა 10–მდე ტექნიკით მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის 37-ვე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს. შეგახსენებთ, უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამჟამად მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს.

Visited 182 times, 1 visit(s) today