ხელვაჩაურში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გზების დაბეტონება დღეს დასრულდა. 64-ვე სოფელში სულ 1 779კბ. მეტრი გზის ნაწილი მოწესრიგდა. დღეს შიდა სასოფლო გზა სამებაში და ახალშენში დაბეტონდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს „იმპულსი და ინდივიდი“აწარმოებდა. პროექტის ღირებულება 1 401 335 ( მილიონ ოთხასერთიათას სამასოცდათხუთმეტი) ლარია. „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში სამუშაოები ადგილობრივების უმრავლესობის გადაწყვეტით სრულდება.

Visited 226 times, 1 visit(s) today