ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთა-კვირიკეთის, შემოქმედის, ცხემლისხიდის და ბაღდადის მოსახლეობას შეხვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთა-კვირიკეთის, შემოქმედის, ცხემლისხიდის და ბაღდადის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზეც გამახვილდა. მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, გაზიფიცირების, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობა დაასახელა.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები იქნება გათვალისწინებული. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები – ილია წულაია, თემურ ჭკუასელი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

Visited 175 times, 1 visit(s) today