ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი მხეიძე, შალვა კიკნაველიძე და კობა ლურსმანაშვილი სოფელ ცხრაწყაროს, ფუთის, შორაპნის, სანახშირის და მარტოთუბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით და მისი მთავარი მიზანი მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა. ადგილობრივებმა სამთავრობო გუნდთან შეხვედრისას, მათთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს და მომავალი წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრებზე გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფლების გაზიფიცირება, წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლებში არსებული სამედიცინო ამბულატორიების კეთილმოწყობა, ელექტროსადენებისა და ელექტრობოძების რეაბილიტაცია.

Visited 85 times, 1 visit(s) today