ხიბულაში გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გვერდით ტაძრი შენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე ტაძრის საფუძვლის კურთხევა მოხდა. წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძართან ერთად ტერიტორიაზე სამრევლო სკოლა და სამრეკლო აშენდება, მოეწყობა სკვერი. ეკლესიის საძირკველი დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. კომპლექსის მშენებლობას ფონდი “ქართუ“ აფინანსებს. კურთხევის ცერემონიალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაესწრნენ. ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, სოფელში უკვე დასრულდა ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობაც, ტაძრის მსგავსად ამ პროექტებსაც „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს.

Visited 102 times, 1 visit(s) today