ხობის ცენტრალური პარკი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხობის ცენტრში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრალური პარკი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტის შესაბამისად მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკი, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები და განათების სისტემა. ცენტრალური პარკის მშენებლობაზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა. შემდეგ ეტაპზე კულტურის სასახლის წინ მდებარე მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მოხდება. პარკის გახსნასთან დაკავშირებით ხობში კონცერტი გაიმართა.

Visited 238 times, 1 visit(s) today