ხობში საკათალიკოსო სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საკათალიკოსო სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხობის მონასტრის (საკათალიკოსო სასახლის) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 491 000 ლარს შეადგენს. პროექტის შესაბამისად განხორციელდება სასახლის სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა მუზეუმი. ხობის მონასტერი ძველ დადიანთა საძვალეა, ამავე დროს იგი შუა საუკუნეებში წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსების რეზიდენციას და საძვალეს. საკათალიკოსო სასახლე ბევრჯერ არის გადაკეთებული, რომელიც XX საუკუნის 20-30 იან წლებში დაინგრა, რის შემდეგაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა.

Visited 121 times, 1 visit(s) today