ხონის დელეგაცია სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

PIN-ის პროექტის ,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში,, /Enhancing the participation of regional CSOs in policy dialogue on social inclusion in Georgia ფარგლებში , ხონის მრჩეველთა საბჭოს წევრები სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგეცია შეხვდა სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და ადგილზე გაეცნო მათი თანამშრომლობისა და მუშაობის მექანიზმებს. გარდა ამისა, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ჯგუფის წევრები შეხვდნენ და დაათვალიერეს სხვადასხვა სოციალური საწარმოები, გაეცნენ მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის დაარსებული საწარმოების მუშაობის სპეციფიკას და სხვა. ქართულ დელეგაციას პრაღაში PIN-ის გენერალური დირექტორი შიმონ პანეკი შეხვდა . მან პროექტის მონაწილეებს ორგანიზაციის დაარსების ისტორია , მიზნები ამოცანები და საქმიანობის არეალი გააცო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა: ,,საქართველო ძალიან მომხიბვლელი ქვეყანაა . მოხარული ვარ , რომ ბოლო 10 წელია ჩვენი ორგანიზაცია საქართელოში მოღვაწეობს, ბევრ კარგ საქმეს აკეთებს დემოკრატიის , ადამიანის უფლებების დაცვისა და გაუმჯობესების მიზნით. კუმუნიზმის დასასრული დასაწყისი იყო დიდი ტრანსფორმაციისა და ჩვენ ეს გზა წარმატებით გავიარეთ ახლა გვინდა გამოცდილებით გვერდით დაგიდგეთ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და ამიტომაც გვაქვს შესაძლებლობა ბევრად ახლოს ვიდგეთ იმ კონკრეტულ ადამიანებთან, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ეს არ ნიშნავს , რომ ვინმეს პირდაპირი გზით მივცემთ შემწეობას, ჩვენ ვქმნით პირობებს, გარემოს , სერვისებს, რომ ადამიანებმა იგრძნონ შეღავათი. აქვე, არ შეიძლება არ აღვნიშნო , რომ აღფრთოვანებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით, ისინი რიგ შემთხვევებში ბევრად უფრო კვალიფიციურები არიან , ვიდრე მათი კოლეგები აქ ჩეხეთში,,- განაცხადა შიმონ პანეკმა. ,, მინდა PIN- ს დიდი მადლიერება გამოვხატო ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისათვის. ჩვენ საშუალება მოგვეცა გვენახა , როგორია სოციალური სერვისები ევროპის ერთ- ერთ წარმატებულ ქვეყანაში ჩეხეთში და ადგილზე გავცნობოდით სოციალურ სერვისებს, მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობას, დამოკიდებულებებს და ა. შ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება . ვეცდებით დავიწყოთ და ნიადაგი შევამზადოთ იმისთვის, რომ ერთჯერადი ფულადი გასაცემლები ეტაპობრივად ეფექტურმა სოციალურმა სერვისებმა ჩაანაცვლოს ,, – განაცხადა გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა

Visited 132 times, 1 visit(s) today