ხონის სასპორტო სკოლას საჩუქრად ინვენტარი გადაეცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან პაატა ნადირაძესთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული სასპორტო სკოლა და სპორტ კომპლექსის შენობა დაათვალიერა და სკოლის მესვეურებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
ხონის სასპორტო სკოლაში ბავშვები სპორტის რვა სახეობაში ვარჯიშობენ: ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, რაგბში, კრივში, მძლეოსნობაში, ჭიდაობასა და კარატეში. საერთო ჯამში სკოლაში 200–მდე ბავშვი ვარჯიშობს.
ტარიელ ხეჩიკაშვილი ადგილობრივ მწვრთნელებსა და სპორტსმენებსაც შეხვდა და მათგან აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 281 times, 1 visit(s) today