ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები; ნაგებობის მდგრადობის შესანარჩუნებლად ეწყობა ხიმინჯები, რომლის გარშემო კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის სარტყელი; მთლიანად იცვლება და მონტაჟდება ახალი ელექტროსისტემა, ელექტროგადამცემი ხაზი, კაშხლის ფარები, ელექტროძრავები, მართვის კარადები, ტრანსფორმატორი და სხვა ძველი მოწყობილობები იცვლება ახლით; ასევე, სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის გენერატორი; წყლის კალაპოტის ფორმირებისთვის ობიექტზე მიმდინარეობს წყალარინების სამუშაოები. ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის გამართვით, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება ხონის 8 000, სამტრედიის 6 000 და მარტვილის მუნიციპალიტეტის 300 ჰექტარზე, რაც საერთო ჯამში 14 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესება 21 სოფელს მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულება.

Visited 345 times, 1 visit(s) today