ხონში, ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ხონში თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება. ახალი სასწავლო ცენტრი სამინისტროს, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განვითარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთლიანად აფინანსებს დამსაქმებელთა ასოციაცია, ხოლო სამინისტრო გამოყოფს რესურსს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად. პროექტის მიზანია, კერძო სექტორთან პარტნიორობით თანამედროვე პროფესიული განათლების შეთავაზება რეგიონის მოსახლეობისთვის, მათი დასაქმებისა და განვითარების ხელშესაწყობად. სასწავლებელი ფუნქციონირებას 2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, სტუდენტებს ძირითადად სამშენებლო, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით, პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს.

Visited 48 times, 1 visit(s) today