ხონში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლები ივანდიდი,ახალშენი, გუბი, ნახახულევი, კონტუათი, დედალაური, საწულუკიძეო, ქვიტირი, გვაზაური – ყველა ლოკაციაზე გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მონტაჟდება , როგორც მიწისქვეშა ისე საჰაერო გაზსადენი ქსელი. სამუშაოებში ადგილობრივებია დასაქმებული. გაზიფიცირების სამუშაოები დღეს ადგილზე დაათვალიერეს გამგებლის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ილია ყუფარაძემ. ისინი დასაქმებულებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. ,, ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებების გარეშე გეგმა- გრაფიკის მიხედვთ მიმდინარეობს და ჩვენ სამუშაოებს აქტიურ მონიტორინგს ვუწევთ. გაზსადენი ქსელი მოწყობა ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს და მას შემდეგ დაიწყება ოჯახების ინდივიდუალური გაზიფიცირება,, – განაცხადა გელა ჩოგოვაძემ.

Visited 270 times, 1 visit(s) today