ხონში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ხონის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
დღეს ჭანტურიასა და გურამიშვილის ქუჩებზე არსებული საცხოვრებელი ბინების ეზოებში მიმდინარე სამუშაიოებს გაეცვნენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები. ლევან კინწურაშვილი და ილია ყუფარაძე მშენებელი კომპანისს წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გაესაუბრნენ.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდ . მეწარმე “დავით სიჭინავა”ახორციელებს.

Visited 276 times, 1 visit(s) today