ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა 100 პაციენტზეა გათვლილი, ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღნიშნულ შენობაში 4 სტაციონარის განყოფილება განთავსდა. ოთახებში დამონტაჟებულია აუდიოგახმოვანების სისტემა და უზრუნველყოფილია საჭირო ტექნიკური ინვენტარით. ახალი კორპუსი იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, ხონისა და ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Visited 153 times, 1 visit(s) today