ხონში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს ქალაქ ხონში, დავით კაკაბაძის ქუჩასა და ჭანტურიას 1 შესახვევში (ფოსტის შენობის უკან არსებული ქუჩა) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. პროექტის ფარგლებში სულ 18 ქუჩის კეთილმოწყობაა დაგეგმილი, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ჯამში 12 კილომეტრი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონამდე ლარით დაფინანსდა და სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულები შპს. „არქეოპოლისი“ და შპს. “ინდიგო“ ახორციელებენ. „შიდა საუბნო გზების მოწესრიგება ერთ-ერთი იმ პრიორიტეტთაგანია, რომლის მოგვარებასაც ეტაპობრივად ვახორციელებთ. წელს, სულ 18 ქუჩაზე მოწესრიგდება გზის საფარი, რომლითაც ასობით მოქალაქე ისარგებლებს. პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და სექტერმბრის ბოლოს დასრულდება“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ.

Visited 199 times, 1 visit(s) today