ხულოში ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხულოში ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

“განათლება და მაღალმთიანი აჭარა ეს არის ორი მთავარი განცხადებული პრიორიტეტი ჩემს სამთავრობო ხედვაში და ამ ნაწილში პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს როგორც განათლების ხელმისაწვდომობას, ისე იმ მიმდინარე პროექტებში ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას, რაც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, პროფესიული სასწავლებელი საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთში ტურიზმის განვითარების საქმეში. ხულოს პროფესიული სასწავლებელი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ ფილიალი იქნება.

Visited 287 times, 1 visit(s) today