ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პრეზენტაცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კომპანია „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით, ხულუტის ციხის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
პროექტის პრეზენტაციას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და კომპანია „არემჯის“აღმასრულებელ დირექტორი თორნიკე ლიპარტია ესწრებოდნენ. ქვემო ქართლში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ხულუტის ციხე-დარბაზი XVII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და გვიანი შუასაუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლად ითვლება.

Visited 92 times, 1 visit(s) today