ხუცუბანში სახიფათო გზის გაფართოება იგეგმება

სოფელ ხუცუბნის ცენტრალურ გზაზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახიფათო მოსახვევის გაფართოება იგეგმება. დღეს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლოკაციის ადგილი დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული ღონისძიება მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა. სასოფლო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სივიწროვის გამო სატრანსპორტო მოძრაობა სახიფათოა, რის გამოც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

Visited 220 times, 1 visit(s) today