თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დეპუტატისა და რაიონის გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით თემქაზე, ზღვის უბნის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის სრული აღდგენა, ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა და სკვერში არსებული შადრევანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, სკვერს წლების განმავლობაში პირველადი ფუნქცია ჰქონდა დაკარგული და იგი 90 -იანი წლების შემდეგ ავტოსადგომად იყო ქცეული. მისივე თქმით, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
Visited 154 times, 1 visit(s) today