ჯაბა სამუშიამ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრი ჯაბა სამუშია ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილესთან გოჩა ჯანელიძესთან ერთად თემქაზე რამდენიმე უფასო სასადილოს ესტუმრა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა.
„თბილისის საკრებულოს უმრავლესობის, ასევე თბილისის მერიის გადაწყვეტილებით უფასო სასადილოებით მოსარგებლე ბენეფიციარები მთელი ქალაქის მასშტაბით მიიღებენ საახალწლო საჩუქარს. ეს იქნება დაახლოებით 13 დასახელების სხვადასხვა პროდუქტი. მინდა ყველას მივულოცო დამდეგი შობა – ახალი წელი “,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც 13 დასახელების პროდუქტს შეიცავს, მაჟორიტარმა 2000 სოციალურად დაუცველ პირს გადასცა.

Visited 163 times, 1 visit(s) today