ჯაბა ჯიშკარიანმა კერესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტატიო სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟრიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა რაიონის გამგებელთან გელა არჩვაძესთან, სამაჟორიტარო ბიუროსა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად კერესელიძის ქუჩაზე ქვაფენილის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე 500 კვადრატულ მეტრამდე დაზიანებული ქვაფენილი შეიცვლება, ასევე შეკეთდება მიწისქვეშა კომუნიკაცია, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 65 000 ლარია გამოყოფილი.
ჯაბა ჯიშკარიანის ინფორმაციით, დეპუტატის ბიურო რაიონის გამგეობასთან ერთად მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებს და პრიორიტეტებს მოსახლეობის თხოვნებისა და განცხადებების საფუძველზე, პრობლემის ადგილზე შესწავლის შედეგად განსაზღვრავს.
,,ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ, მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში შესაბამისი დახმარება გავუწიოთ’’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.
კერესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები 1 მარტს დაიწყო და 20 მარტს დასრულდება.
ქვაფენილის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები მთაწმინდის რაიონში კიდევ 6 მისამართზე იგეგმება, რომელთაგან ორზე, მთაწმინდისა და ნიაღვრის ქუჩებზე სავალი ნაწილი კაპიტალურად შეკეთდება.

Visited 119 times, 1 visit(s) today