ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და საექიმო საზოგადოებას შეხვდა. მინისტრმა მედიკოსებს ახალი ინსტრუმენტი გააცნო, რომელიც პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალებას 1-ლი ივლისიდან მისცემს. მან პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე გააკეთა აქცენტი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ კი, მკურნალობის პროცესში პაციენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამაში ახალი ინსტრუმენტის როლი გამოჰყო. პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარსდგება. ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს.

Visited 200 times, 1 visit(s) today