ჯგუფმა „სტიქიამ“ ზესტაფონში ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯგუფმა „სტიქიამ“ ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა. ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის წევრებმა მუსიკალური ღონისძიება სასწავლო წლის განახლებას მიუძღვნეს და საკუთარი შემოქმედებით საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. „სტიქია“ – მ აუდიტორიას ერთ საათიანი პროგრამაში საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილი ქართული და უცხოური სიმღერები შესთავაზა. კონცერტს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის წევრები ერთმანეთს პირველად საქველმოქმედო კონცერტზე შეხვდნენ და ანსამბლის შექმნის იდეაც მაშინ გაჩნდა. დღეს ანსამბლი კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებობს. მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ ყინჩიყიძეა, ანსამბლი კი 15 წევრს აერთიანებს.

Visited 210 times, 1 visit(s) today