ჯიხეთის დედათა მონასტრისკენ მიმავალი გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯიხეთის დედათა მონასტრისკენ მიმავალი გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.
გზაზე იგება შავი საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ ხელაძემ მოინახულეს.
სარემონტო სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ასრულებს და მისი ღირებულება 176 ათასი ლარია.
როგორც გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ განმარტა, 2 კილომეტრნახევრიანი გზის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გარდამავალია, მზადაა და ჯიხეთის მონასტერთან მიმავალი გზის მთლიანი მონაკვეთის ასფლატირებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის რემონტი ადგილობრივებისა და ტაძრის მომლოცველების დიდი ხნის ოცნება იყო, რისი ასრულებაც მხოლოდ ამჟამინდელი ადგილობრივი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი.
მიმდინარე სამუშაოებისათვის ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი) ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობას უხდის.

Visited 363 times, 1 visit(s) today