ჯონდო მდივნიშვილმა საჯარო მოხელეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ თანამშრომელთა საქმიანობის შესწავლას მათ მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე გეგმავს. ჯონდო მდივნიშვილმა საჯარო მოხელეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა სწორედ ამ ინიციატივით შედგა. მისი თქმით, მერიის ყველა სამსახურმა და მათში შემავალმა განყოფილებებმა 2017 წელს განხორციელებული სამუშაო შედეგები უნდა შეაჯამოს და პრეზენტაციის სახით უახლოეს მომავალში ახლად არჩეულ მერს გააცნოს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევები და მიდგომები.

Visited 190 times, 1 visit(s) today