ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს მდივნის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალმა თომას ბლეკსტოკმა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დღეისთვის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების და კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის მსვლელობისას, ამერიკული დელეგაციის წევრებს გააცნეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და საბჭოს აპარატის საქმიანობის შესახებ როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, ასევე კრიზისული სიტუაციების მართვის მიმართულებით.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებმა კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

Visited 193 times, 1 visit(s) today