ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ სოფელ ზედა ჯოჭოში კაპიტალური ხიდი გახსნეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ სოფელ ზედა ჯოჭოში კაპიტალური ხიდი გახსნეს. ღონისძიებას ხელვაჩაურის საკრებულოს წევრები, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოსა და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ დრომდე ზედა ჯოჭოში საცალფეხო ხიდი ფუნქციონირებდა, სოფელს კაპიტალური ხიდი არასდროს ჰქონია. ათობით ოჯახს გადაადგილების პროებლემა დღეს მოეხსნა.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 777 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ M M T” აწარმოა. ობიექტის მშენებლობაზე ადგილობრივები იყო დასაქმებული.
გასულ წელს ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის (3 ერთეული) ბიუჯეტიდან 110 000 ლარი დაიხარჯა.

Visited 190 times, 1 visit(s) today