ჯურუყვეთში ახალი ბაღი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ჯურუყვეთში საბავშვო ბაღი გაიხსნა.საზეიმო გახსნას უამრავი ადამიანი ესწრებოდა.ბავშვებმა სტუმრებს ლამაზი კონცერტი უჩვენეს. სკოლამდელი სააღმზერდელო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას თანადგომისთვის.
გასულ წელს ლანჩხუთში კიდევ ორი ახალი ბაღი აშენდა, ჯურუყვეთსა და წყალწმინდაში (ღრმაღელე), წელს კი საბავშვო ბაღების მშენებლობა ლესასა და ნიგოითში მიმდინარეობს, ხოლო კაპიტალური რემონტი უტარდება შუხუთის საბავშვო ბაღს.
უნდა აღინიშნოს, რომ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 24 პროექტიგანხორციელდა. აშენდა 5 ახალი ბაღის შენობა, შენდება ორი საბავშვო ბაღი, სრულად რეაბილიტირდა 10, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცხრა საბავშვო ბაღს.
ჯურუყვეთში ბაღის სამშენებლო სამუშაოებს შპს “საბა ჯგუფი” აწარმოებდა. სამუშაოების ღირებულებამ 258 520 ლარი შეადგინა. ამჟამად ბაღში 38 აღსაზრდელია, თუმცა იანვრისთვის ბაღს მეორე ჯგუფიც დაემატება.

Visited 202 times, 1 visit(s) today