​საქართველოს პრეზიდენტმა 19 თავისუფლებააღკვეთილი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან, 2 ქალბატონია. პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განცხადება დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული. აქედან, 2 ქალბატონი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა.

Visited 118 times, 1 visit(s) today