​საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში როზმარი დიკარლოს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში როზმარი დიკარლოს და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა.
​საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ადამიანის უფლებების გახშირებული შემთხვევები განიხილა, როგორიცაა ადამიანების არასათანადოდ მოპყრობა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, სხვა ხელოვნური ბარიერებისა და ბანერების მონტაჟი და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ფაქტები. გაეროს წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრისას აღშფოთება გამოხატეს მიმდინარე წლის ზაფხულში მომხდარი შემთხვევების გამო და იმედი გამოთქვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების განახლებასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გააქტიურებაზე. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე, პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის ზრდასა და ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე.

Visited 86 times, 1 visit(s) today