ააიპ ,,საგანმანათლებლო ცენტრმა“ საახალწლო ღონისძიება სპექტაკლში ასახა

22/12/2017

ააიპ ,,საგანმანათლებლო ცენტრმა“ 22 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება სპექტაკლში ასახა. რომელშიც „გააცოცხლეს“ ზღაპრებისა და იგავების გმირები. უჩვეულოდ მორთულ სცენაზე როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა ბავშვებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს მოქმედება, რომლის ტექსტებიც გაჯერებული იყო ტოლერანტობით, სიკეთით და რაც მთავარია, კაცთმოყვარეობით.
სპექტაკლის დასასრულს ბავშვებმა საგანმანათლებლო ცენტრის სპონსორისგან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია-„სოკარისგან“ საახალწლო საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს და ნავთობკომპანია „სოკარის“წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0