ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პაატა შეყელაძე უხელმძღვანელებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პაატა შეყელაძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი სააგენტოს თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. პაატა შეყელაძე დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს მექანიზატორის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. პროფესიით იურისტი წლების განმავლობაში სხვადასხვა საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობდა.

Visited 257 times, 1 visit(s) today