აბასთუმანში ადიგენის ახალგაზრდული კულტურული ფესტივალი ჩატარდა

29/04/2017

დღეს დაბა აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,world vision საქართველოს“ ორგანიზებით, ადიგენის ახალგაზრდული კულტურული ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისათვის დამახასიათებელი კულტურა წარმოადგინეს.
ფესტივალს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და ,,სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის“ ხელმძღვანელი ნინო ლომიძე ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიებაში მონაწილე სკოლებს მადლობა გადაუხადეს და სერთიფიკატები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0