აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს რენდგენის აპარატი გადაეცა

21/07/2016

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი დაბა აბასთუმანის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ესტუმრნენ. ოფიციალური პირები სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და საავადმყოფოსთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი რენდგენის მრავალფუნქციური აპარატი მოინახულეს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისაა და მისი საერთო ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.
,,რომ არა მთავრობის დიდი მხარდაჭერა და თანადგომა ეს საავადმყოფო ფუნქციონირებას აუცილებლად შეწყვეტდა“ – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ტარიელ ენდელაძემ, რომელმაც თანამშრომლებთან ერთად ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებზე და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0