აბაშაში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი ზარალის დამდგენი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომა შედგა

16/06/2017

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი ზარალის დამდგენი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომა შედგა.
იმსჯელეს 14-15 ივნისს ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიყენებული ზარალის შესახებ. სამუშაო ჯგუფი აქტიურად აგრძელებს მუშაობას და ადგილზევე ეცნობა მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას. მუშაობს ცხელი ხაზი, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 599855766.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0